საშობაო პეჩენია

ინგრედიენტები:
ფქვილი 170გრ
კარაქი 110გრ
კვერცხის გული 1ც
შაქრის პუდრი(ან წვრილი შაქარი) 60გრ
მარილი ¼ ჩ/კ
საკონდიტრო საღებავი წითელი ფერის
პერგამენტი
მომზადების წესი:
კარაქი დავჭრათ კუბიკებად და ჩავყაროთ ჯამში, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და დავტოვოთ 15-20წთ ოთახის ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ავურიოთ ერთმანეთში შაქარი და კარაქი ჩანგლით, სანამ არ მივიღებთ ღია ფერის ხლოპიების მაგვარ მასას.

დავამატოთ კვერცხის გული, მიქსერით ავთქვიფოთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფქვილი და მარილი შევურიოთ და გავცრათ ცალკე ჯამში, დავამატოთ 3ს/კ ფქვილი, ამოვურიოთ და ასე მოვიქცეთ სანამ მთელ ფქვილს არ დავამატებთ დანარჩენ მასას. შედეგად უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, პრიალა, ნაზი ცომი.

გავყოთ ცომი ორ თანაბარ ნაწილად. ერთს დავამატოთ საღებავი, რის შემდეგადაც კარგად უნდა ამოვურიოთ ცომს რომ ერთგვაროვანი ფერი მივიღოთ. ორივე ფერის ცომისგან გავაკეთოთ ბურთულები, გავახვიოთ კულინარულ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1საათით.

ღუმელი გავახუროთ 190გრადუსამდე, ფორმას გადავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი(არ წავუსვათ ცხიმი).  პეჩენიის ფორმირებისთვის გამოვიყენოთ ცალკე დაფა(ცომთან ერთად შევდოთ ისიც მაცივარში), ერთი პეჩენიისთვის ორივე ცომიდან მოაძრეთ თხილის გულზე ოდნავ დიდი ნაწილი .

ერთი ნაწილი ჯერ დავამრგვალოთ ხელით, შემდეგ დავდოთ დაფაზე და მივცეთ მოგრძო ფორმა თითებით გადავაგოროთ წინ, გადმოვაგოროთ უკან, ისე რომ ქონდეს დიამეტრი დაახლოებით 5მმ, ხოლო სიგრძე კი 8-10სმ.

ორივე მოგრძო ფორმის ცომი დავდოთ ერთმანეთის გვერდით, დავიწყოთ ერთი ბოლოდან და გადავახვიოთ ისინი სპირალებივით, ვეცადოთ არ დავაწვეთ ძლიერად ცომს. ორივე ბოლო ოდნავ მივაწებოთ ერთმანეთს, ერთ მხარეს გავუკეთოთ სახელური.

გადავდოთ პერგამენტიან ფორმაში და გამოვაცხოთ 8-9წუთის მანძილზე, მზა პეჩენიას აქვს ხავერდისებრი შეხედულება, რადგან ცხობისას ქრება კარაქით გამოწვეული პრიალა ეფექტი.
გამოდის 20ცალი პეჩენია.

Leave a Reply