სწრაფი “ჩიტის რძე”

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი 3ც
ფქვილი 125გრ
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
შაქარი 125გრ
კაკაო 8 ს/კ
გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გამოვაცხოთ 180-200გრადუსზე. გავაციოთ.

სუფლე:
ცილა 5ც
შაქრის პუდრი 300გრ
ჟელატინი dr Oetker 10გრ
წყალი 100მლ
ჟელატინს დავასხათ წყალი და დავტოვოთ 10წუთით. შემდეგ გავათბოთ სანამ ჟელატინი არ გალღვება და დავდგათ გასაგრილებლად.
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მყარ ღრუბლის მასამდე, თქვეფისას ჩავაყაროთ თანდათანობით შაქრის პუდრი.  ვთქვიფოთ სანამ კრემი არ გასქელდება. არ შევწყვითოთ თქვეფა და ჩავამატოთ ჟელატინი.

ბისკვიტი გავჭრათ ან ორ ნაწილად, ან მოვაჭრათ ზედა ნაწილი. ფორმაში რომელიც იხსნება ჩავდოთ ბისკვიტი, დავნამოთ ნაღების ლიქიორით ან სასურველი სითხით და დავასხათ სუფლე. თუ ბისკვიტი ორია, მაშინ სუფლეს ზევიდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, შევდგათ მაცივარში გამაგრებამდე.

გლაზური:
შავი შოკოლადი 150გრ
ნაღების კარაქი 100გრ
ქვაბში ჩავყაროთ კუბიკებად დატეხილი შოკოლადი და კარაქი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, მივიყვანოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე და გავაგრილოთ.

ტორტი როცა გაცივდება  მოვაშოროთ ფორმა და მოვასხათ გლაზური, და დაველოდოთ გლაზურის გამგრებას.

Leave a Reply