ინგრედიენტები

ბისკვიტი
შაქარი 150გრ
ფქვილი 150გრ
კვერცხი 4ც

სუფლე
კვერცხი 10ც
შაქარი 300გრ
კარაქი 200გრ
ჟელატინი 30გრ
ფქვილი 1ს/კ

გლაზური
შოკოლადი 250გრ

მომზადების წესი:
ჟელატინს დავასხათ 15მლ ანადუღარი ცივი წყალი და დავტოვოთ 1საათით.

ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ. ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და წავუსვათ კარაქი.(დაგვჭირდება 21-დან 26სმ-მდე დიამეტრიანი ფორმა) ჩავასხათ ცომი და შევდგათ 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ვაცხოთ 25-30 წუთის მანძილზე. ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ ასანთის ღერით ან ხის ჩხირით.

სუფლე

გავაცალკეოთ ცილა და გული. გული ავთქვიფოთ 150გრამ შაქართან ერთად.
დავამატოთ რძე.

დავამატოთ ფქვილი და ამოვურიოთ.
მიღებული მასა დავდოთ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ, სანამ მასა არ გასქელდება, შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ.
რომ გაგრილდება დავამატოთ დარბილებული კარაქი და ავთქვიფოთ მიქსერით.

ცილები გავათბოთ ბუშტუკების სრულ გაქრობამდე, შემდეგ გავაციოთ.
გავთქვიფოთ ღრუბელის მასის მიღებამდე.
დავამატოთ 150გრ შაქარი და ავთქვიფოთ მყარ მასამდე.
დავამატოთ ჟელატინი და ამოვურიოთ კარგად.

შევურიოთ კვერცხის გულებიანი მასა კვერცხის ცილებიან მასას და შევდგათ მაცივარში სანამ არ შესქელდება.
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაში, ქვედა ნაწილი ჩავაბრუნოთ ფორმაში.
ზედ დავასხათ სუფლე და გავასწოროთ.
სუფლეზე დავდოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. შევდგათ ტორტი მაცივარში 6-8საათით.

ტორტს მოვასხათ გამდნარი შოკოლადი(გავალღოთ 250გრ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე და ცხელი შოკოლადით დავფაროთ ტორტი).

გემრიელად მიირთვით.

Leave a Reply