კალორიულობა: 100გრ – 571კკალ

ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი 500გრ
კვერცხი 2ც
არჟანი 150გრ
რძე 150გრ
ნაღების კარაქი 50გრ
საფუარი 5-6გრ
მწიკვი მარილი
1ჩ/კ შაქარი
გულსართისთვის:
ნიგოზი 250გრ
შაქრის პუდრი 250გრ
ნაღების კარაქი 250გრ
0,5 ჩ/კ კორიადამონი
1ს/კ კარიცა
ვანილი

მოსასმელად

კვერცხი 1ც
ნიგოზი

სიროფი
თაფლი 150გრ
ცხელი წყალი 90-100მლ

მომზადების წესი:
ჯერ უნდა გავათბოთ რძე, ჩავყაროთ შიგ საფუარი და 1ჩ/კ შაქარი.

მოვურიოთ და დავდგად ასაფუებლად.

მეორე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, კარაქი, არაჟანი და მწიკვი მარილი, ამოვურიოთ, შემდეგ ამ მასას დავამატოთ გაფუებული დროჟიან-რძიანი მასა და მოვზილოთ კარგად.

შემდეგ ეს მასა გადავიღოთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე და მოვზილოთ რბილი ცომი.

გამოდის ასეთი ცომი.

შემდეგ ჩავდოთ ცომი ჯამში და დავდგათ ასაფუებლად 1-1,5 სთ.თავზე გადავაფაროთ ხელსახოცი.

ცომი უნდა ამოვიდეს კარგად.

სანამ ცომი ამოვა გავაკეთოთ გულსართი:
გულსართი იქნება ძალიან გემრიელი, თუ ნიგოზს მოვხალავთ ღუმელში.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში ან გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ვანილი და შაქრის პუდრი, კორიადამონი და კარიცა.

საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი. ამ შემთხვევაში საჭიროა ფორმა 24X29 სმ-ზე. შეიძლება უფრო დიდიც მაგრამ ფახლავა იქნება უფრო დაბალი.

ამოსული ცომი გაყავით 12 ნაწილად. ამ ნაჭრებისგან ერთი ცალი სხვა ნაჭრებთან შედარებით უნდა იყოს 2-ჯერ დიდი.

გავაბრტყელოთ ყველაზე დიდი ცომის გუნდა ისე, რომ მან ამოავსოს ფორმის ძირი, გვერდები და კიდევ დარჩეს.

ცომი გამოდის რბილი, ელასტიური, გავს შტრუდელის ცომს და ძალიან კარგად ბრტყელდება, უნდა გავაბრტყელოთ ძალიან თლხად, 1მმ სისქემდე ან კიდევ უფრო თხლად თორემ ფახლავა იქნება უხეში და მაგარი.


შემდეგ გადავახვიოთ გასაბრტყელებელზე ცომი და გადავიტანოთ ფორმაში.

შემდეგ გავადნოთ კარაქი და მოვუსვათ ის ცომს, წაუსვით ყოველ ფენად  კარაქი, ისე რომ ყველა ფენის წასმის შემდეგ კარაქის ნახევარზე მეტი უნდა დაგრჩეთ. თუ კარაქი დნება და ცუდად ესმევა, დროდადრო გაათბეთ იგი.

შემდეგ გავაბრტყელოთ შემდეგი ცომის გუნდა, ოღონდ ამჯერად ჩვენი ფორმის ზომაზე, უნდა გააბრტყელოთ ისევ 1მმ სისქეზე, თუ ფორმაზე დიდი გამოვა ზედმეტობა მოაჭერით მაგრამ არ უნდა გამოვიდეს ფორმაზე დიდი.

იმავე წესით დავახვიოთ გასაბრტყელებელზე გაბრტყელებული ცომი და ასე გადავიტანოთ ფორმაში, ჩავაფინოთ ფორმის ძირში.

როგორც ხედავთ გულსართი პირველ ფენას არ მოვაყარეთ, რადგან ფსკერძე და ზედაპირზე მყოფი ორი ფენა უნდა იყოს გულსართის გარეშე. (ეს არის სიმყარისთვის )

ამ ფენას წავუსვათ ისევ თხლად კარაქი და მოვაყაროთ გულსართი. გულსართი გაყავით 10 ნაწილად და ისე მოაყარეთ ფენებს რათა ყველასათვის იყოს საკმარისი.

და ასე გავიმეოროთ კიდევ 9ჯერ. გავაბრტყელოთ – გადავიტანოთ ფორმაში -  წავუსვათ კარაქი – მოვაყაროთ გულსართი. აი ასე გამოიყურება 10 ფენა კარაქწასმული და გულსართმოყრილი ფახლავა.

გულსართი გათავდა მაგრამ კარაქის ნახევარი ისევ უნდა გვქონდეს ის გამოგვადგება მომავალში.

შემდეგ გავაბრტყელოთ მეთერთმეტე ცომის გუნდა და გადავაფაროთ მეათეს. წავუსვათ თხლათ კარაქი.

ცომის ზედმეტი ნაწილები მოვაჭრად დანით ისე რომ კიდეები დარჩეს 1-2 სმ-ზე.

კიდეები გადმოვაფინოთ ცომს.

და წავუსვათ კიდეებზე ათქვეფილი კვერცხი.

შემდეგ გავაბრტყელოთ მეთორმეტე გუნდა და დავაფაროთ 11-ს.

ზევიდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი რომ ჩვენი ფახლავა იყოს მოწითალო და ლამაზი.

შემდედ დავჭრათ ფახლავა ტრადიციულად რომბის ფორმის ნაჭრებად.

არ დავჭრათ ძირამდე, რადგან მთელი გულსართი ჩაიღვრება ფსკერზე და დაიწყებს მიწვას, ამიტომ დავჭრათ თითქმის ბოლომდე და არა მთლად.

შემდეგ ყოველი რომბის შუაგულში დავდოთ ნიგოზის ნახევარი და ოდნავ დავაწვეთ თითით.

შემდეგ ჩავრთოთ ღუმელი. ფორმა დავდგათ 15 წუთით თავზე გადავაფაროთ ხელსახოცი და დავაცადოთ ამოსვლა.
15 წუთის შემდეგ შევდგათ ჩვენი ფახლავა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
და ვაცხოთ 15 წუთის მანძილზე.

შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან და მოვასხათ მორჩენილი გამდნარი კარაქი.

თუ განაკვეთები შეერთდა, თავიდან გადაუსვით დანა რომ კარაქი კარგად ჩაუვიდეს და გაუჯდეს ფენებს შორის, თუ სულ შემოგეხარჯათ კარაქი მოგიწევთ გაადნოთ და მოასხათ 50 გრამი მაინც, სხვა შემთხვევაში ფახლავას არ ექნება საჭირო გემო.

კიდევ ერთი აუცილებელი ეტაპია მოვასხათ ფახლავას ცხელი თაფლიანი სიროფი. ცხელ წყალს უნდა შევურიოთ თაფლი.

თაფლის სიროფი უნდა მოვასხათ მაშინ, როცა თითქმის მზადაა, ანუ როცა ფახლავა გახდება ოქროსფერი მაგრამ ჯერ კიდევ იქნება ოდნავ მკრთალი, ისევ გამოვიღოთ ის დუხოვკიდან.

და მოვასხათ დაჭრილ ადგილებთან სიროფი( მოსხმის წინ კიდევ შეიძლება განაკვეთებს გადაურაოთ დანით)

დაგეხარჯებათ სიროფის მესამედი.

გამოვაცხოთ ფახლავა ლამაზ მოწითალო ფერამდე.

გამოვიღოთ ღუმელიდან, გავდავაფაროთ ხელსახოცი და დავაცადოთ გაგრილება(40-45 გრადუსამდე).

როცა ფახლავა გაცივდება ამოვიღოთ ფორმიდან და დავჭრათ ბოლომდე.

შემდეგ ამოავლეთ ყველა ნაჭერი თაფლიან სიროფში ყველა მხრიდან 3 წამის მანძილზე.

შემდეგ აცადეთ ფახლავას 15-20 წუთი, რომ გაჯერდეს  სიროფი და გაცივდეს ბოლომდე.

აი ეს არის ნაზი, არომატული, მრავალშრიანი, ნიგვზიანი, თაფლიანი ფახლავა.
გემრიელად მიირთვით…

One thought on “უგემრიელესი ფახლავა

Leave a Reply