100გრ – 60კკალ
ეს სუპი ძალიან მოეწონებათ წიწიბურას მოყვარულებს, ასევე კარგი ვარიანტია მათთვის ვინც მარხვაზეა.
ინგრედიენტები:

წიწიბურა 1,5 ჭიქა
კარტოფილი 5-6ც
სტაფილო 1ც
ხახვი 1ც
ტომატპასტა 2ს/კ
ზეთი 2ს/კ
ქამა სოკო 200გრ(კონსერვის)
კამა 1კონა
პეტრუშკა 1 კონა
მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:

ხახვი დავჭრად წვრილად.
და მოვთუშოთ 2ს/კ ზეთში.
გავხეხოთ სტაფილო
და ხახვი რომ შეწითლდება დავამატოთ, ვთუშოთ ერთად.
სოკოს გადავავლოთ წყალი და დავამატოთ სტაფილო+ ხახვს.
ვთუშოთ ასე 2 წუთის მანძილზე.
მერე დავამატოთ ტომატპასტა
ვთუშოთ კიდევ 2 წუთის მანძილზე და დავამატოთ კარტოფილი+წიწიბურა +წყალი.
დავდგათ მაღალ ცეცხლზე სანამ კარტოფილი და წიწიბურა არ მოიხარშება.
როცა კარტოფილი მზად იქნება დავამატოთ მწვანილი და გამოვრთოთ გაზი.
გემრიელად მიირთვით

Leave a Reply