ხალადეცი უხდება სადღესასწაულო სუფრას, მიუხედავად იმისა, რომ ხალადეცის მომზადებას სჭირდება დიდი დრო, ამ რეცეპტის მიხედვით ხალადეცის გაკეთება არც თუ ისე ძნელია.
ინგრედიენტები:
ძროხის ფეხები 1კგ
სტაფილო 1-2 ც
ხახვი 1-2 ც
პეტრუშკის ძირები 1ც
დაფნის ფოთოლი 1ც
შავი წიწაკა 2 მარცვალი
წიწაკა 2მარცვალი
კვერცხი 1-2 ც
წყალი 2ლ
მომზადების წესი:
გასუფთავებული და ნაწილებად დაჭრილი ძროხის ფეხები გავრეცხოთ ჯაგრისით, ჩავდოთ დიდ ქვაბში, ჩავამატოთ 1-2 ცალი სტაფილო, 1-2 ხახვი, ერთი ძირი პეტრუშკა, 2მარცვალი წიწაკა და 2მარცვალი შავი წიწაკა, 1კილოგრამ ხორცზე ვასხავთ 2ლიტრ წყალს.

ვდგავთ ქვაბს გაზზე, მიგვყავს ადუღებამდე, ვხდით ქაფს და ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე 7-8საათის მანძილზე.

ხალადეცი მზად არის, როცა ძვალი და რბილი ადვილად შორდება ერთმანეთს ხოლო როცა სინჯავთ ხალადეცს კოვზი უნდა ეკრობოდეს ტუჩებს.

მარილი მოვაყაროთ გემოვნებით, გაითვალისწინეთ ისიც რომ ხორცი და სტაფილო უმარილოა, დავამატოთ 1კბილი დაჭყლეტილი ნიორი 1კილო ხორცზე.

ამოვიღოთ ხორცი დაფაზე და მოვაშოროთ ძვლები, ყურადღებით იყავით, ხორცში შეიძლება იყოს პატარა ძვლები.

ხორცი წვრილად დავჭრათ,სტაფილო, რომელიც იხარშებოდა ხორცთან ერთად დავჭრად მრგვლად, ასევე მრგვლად დავჭრათ მოხარშული კვერცხი.

ჩავასხათ ხალადეცი ფორმებში შემდეგი თანამიმდევრობით: ფორმაში ჩავდოთ დაჭრილი სტაფილო და კვერცხი და ზედ დავადოთ ხორცი ჭურჭლის 1/3-მდე, ხოლო თუ ისეთ ჭურჭელში ვდებთ რომლითაც უნდა მივიტანოთ სუფრასთან მაშინ ჯერ ვდებთ ხორცს, ზევიდან კი ვადებთ კვერცხს და სტაფილოს.

ხორცის ბულიონი გავატაროთ საცერში და დავასხათ ჩვენს ხორციან მასას. გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შევდგათ მაცივარში.

ამოვაბრუნოთ ფორმა და ამოვიღოთ ხალადეცი, მოვრთოთ მწვანილით.

ხალადეცი არა მხოლოდ კარგი ხორციანი კერძია, არამედ სუფრის ლამაზი დეკორაციაცაა.

Leave a Reply