სახლის მაიონეზი

ინგრდიენტები:
3 კვერცხის გული
ზეთი 150მლ
მდოგვი 1ჩ/კ
ლიმონის წვენი 5ჩ/კ
შაქარი 0,5ჩ/კ
მარილი 0,5 ჩ/კ

თუ არასოდეს გაგიკეთებიათ მაიონეზი სახლში აუცილებლად სცადეთ, შედეგი ამად ნამდვილად ღირს. მთავარია არ იჩქაროთ და გააკეთოთ ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით.
მნიშვნელოვანი მომენტი – ყველა გამოყენებული პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. რეცეპტში გამოიყენება მხოლოდ კვერცხის გულები.
სანამ დააცალკევებთ კვერცხის ცილას და გულებს, კარგად გარეცხეთ კვერცხი, სასურველია საკვები სოდით.
მზა მაიონეზი შეინახეთ მაცივარში, გამოიყენეთ 5-7 დღეში.
მითითებული რაოდენობის პროდუქტებისგან გამოდის 200გრ მაიონეზი.

მომზადების წესი:
კვერცხის გული ათქვიფეთ მდოგვთან, შაქართან და მარილთან ერთად.

დაიწყეთ ზეთის დამატება 1ჩაის კოვზობით, ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა.

როცა მასა გახდება ერთგვაროვანი, შეიძლება თამამად დავამატოთ დარჩენილი ზეთი, და კარგათ გავთქვიფოთ. დავამატოთ ლიმნის წვენი, და მასა კიდევ ერთხელ გავთქვიფოთ. თუ მაიონეზი მოგეჩვენებათ ძალიან სქელი, შეიძლება ცოტა ანადუღარი და გაციებული წყლის დამატება.