საშობაო კექსი


ინგრედიენტები:
ქიშმიში ღია ფერის 150გრ
ქიშმიში მუქი ფერის 150გრ
ალუბლის ჩირი 150გრ
გარგარის ჩირი 200გრ
ღია ფერის რომი 120მლ
ყავისფერი შაქარი(თუ არ გაქვთ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თეთრით) 250გრ
ფქვილი 310გრ
ნუში 250გრ
კარაქი 260გრ
კვერცხი 5ც
გამაფხვიერებელი 5გრ(1 ჩ/კ)
მომზადების წესი:
ყველა სახის ჩირი უნდა ჩაყაროთ ქილაში, დაასხათ რომი კარგად დაახუროთ თავსახური და დატოვოთ 5დღით, დროდადრო შეანჯღრიეთ ქილა რომ რომი კარგად გაუჯდეს ხილს.

დარბირებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ერთგვაროვან, ღია ფერის მასამდე.

თითო-თითოთ შეათქვიფეთ კვერცხები.

დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, კიდევ გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

100გრ ნუში დაფქვით და შეურიეთ ცომში.

ჩირს მოაყარეთ 50გრ ფქვილი.

შემდეგ კი ჩირი ნაზად შეურიეთ ცომს.

ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, გაუთანაბრეთ თავი და დაალაგეთ ზედ 150გრ გაფრცქვნილი ნუში.

გამოაცხეთ 160გრადუსზე დაახლოებით 1-1,5 სთ. მზაობა შეამოწმეთ ჩვეულებრივი ხის კბილის ჩხირით.

გამოცხობის შემდეგ საჭიროა კექსის კარგად გაციება სანამ დაჭრით.