შოკოლადის ტორტი

ეს გახლავთ ნამდვილი შოკოლადის ტორტი, ბისკვიტი არის საოცარი ჭამ და შეგრძნება გაქვს რომ შოკოლადს მიირთმევ, ოღონდ სხვა კონსისტენციისას… გულში და გარედან კი ამ საოცარ ტორტს აქვს შოკოლადის განაში… მოკლედ შოკოლადის მოყვარულთათვის დანმდვილი მისწრებაა…
734 Read More

ტორტი “დამსხვრეული შუშა”


ეს არის ჟელეს  მარტივი ტორტი, რმელიც მზადდება ცხობის გარეშე , ტორტი გამოდის ძალიან ნათელი და არის შესანიშნავი, მსუბუქი დესერტი. სურვილისამებრ ატამი შეიძლება შეიცვალოს სხვა ხილით, ხოლო პეჩენია ბისკვიტის ნაჭრებით.
 ინგრედიენტები:

არაჟანი 500გრ
ატამი(კონსერვის) 200გრ
პეჩენია 100გრ
შაქარი 100გრ
2შეკვრა სხვადასხვაფერის ჟელე
ვანილი (10გრ)
1პაკეტი ჟელატინი (10გრ)
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ჟელეს ორი სახეობა ეტიკეტზე მითითებული წესების დაცვით.
შევდოთ მაცივარში სრულ გამაგრებამდე რამდენიმე საათით.

ჟელატინს დავასხთ 100მლ წყალი და დავდგათ გასაფუებლად 10წუთით (ან შეფუთვაზე მითითებული დროით)

დავდგათ ჟელატინი დაბალ ცეცხლზე და გავათბოთ 40-50 გრადუსამდე, მოვურიოთ, ჟელატინი ბოლომდე უნდა გაიხსნას. გავაციოთ.

ატამი დავჭრათ კუბიკებად.

პეჩენია დავამტვრიოთ მსხვილ ნატეხებად.

მზა ჟელეიანი ჯამები ცხელ წყლიან ჭურჭელში ჩავდოთ 20-30წამით, შემდეგ კი ამოვაბრუნოთ ჯამი.

დავჭრათ ორივე ჟელე მსხვილ ნაჭრებად.

მოვამზადოთ დიდი სასალათე, რომელშიც უნდა გაცივდეს ტორტი. ჩავუშვათ არაჟანი, შაქარი, ვანილი, ავთქვიფოთ შაქრის გადნობამდე.

ჩავასხათ გაციებული ჟელატინი, თან დავამიქსეროთ.
დავამატოთ ატამი, პეჩენია და ჟელეს ნაჭრები, ნაზად მოვურიოთ კოვზით.

პეჩენია უნდა მოექცეს ზევით, უნდა გავასწოროთ იგი რომ სწორად ელაგოს, ეს შემდეგ უნდა იყოს ტორტის ძირი, შევდოთ მაცივარში 4-5საათით.

ტორტიანი ჭურჭელი ჩავდოთ ცხელ წყლიან ჭურჭელში 20-30წამით, დავადოთ სასალათეს თავზე თეფში და ამოვატრიალოთ.
ტორტი მზად არის.

ტორტი გამოდის ძალიან ნათელი და ლამაზი.

საახალწლო ტორტი


ინგრედიენტები:

დიდი ბისკვიტებისთვის
ფქვილი 1თავმობმული ჭიქა
კვერცხი 2ც
შაქარი 2/3 ჭიქა
არაჟანი 1ჭიქა
გამაფხვიერებელი 1,5ჩ/კ
შესქელებული რძე 120გრ
პატარა ბისკვიტისთვის:
ფქვილი 0,5ჭ
კვერცხი 1ც
შაქარი 0,5ჭ
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
შესქელებული რძე 60გრ
ნიგოზი(პატარა ბისკვიტისთვის) 100გრ

კრემი #1
ნაღები 33%-იანი 500მლ
მოცვი ან მალინა ან მაყვალი 150გრ
ანანასის წვენი 80მლ
ვანილი
შაქარი 250გრ(150გრ ნაღებისთვის, 150გრ ხილისთვის)

კრემი #2
მოხარშული შესქელებული რძე 1ქილა
ნაღების კარაქი 300გრ

გულსართისთვის
კონსერვის ანანასი 150გრ
შაქრის მასტიკა(ფიგურების მოსამზადებლად)
აისინგი(1ცილა+200გრ შაქრის პუდრი)

მომზადების წესი:
მზადების პროცესი იწყება ბისკვიტების ცხობით, აუცილებელია სამი მართკუთხა და ერთი პატარა მრგვალი ბისკვიტი, რომელიც საჭიროა თოვლის გორაკისთვის.

ფქვილი, კვერცხი, შაქარი, შესქელებული რძე, არაჟანი, გამაფხვიერებელი შევურიოთ ერთმანეთს ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. გამოდის საკმაოდ სქელი არაჟნის კონსისტენციის.

ვასხავთ საცხობ ფორმაში, რომელსაც ძირზე დაფენილი აქვს ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი, ვაცხობთ 180გრადუსზე სამივე ბისკვიტს. მრგვალი ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ 21-22სმ დიამეტრიანი ფორმა.

მოვამზადოთ კრემი. ავთქვიფოთ ნაღები და შაქრის პუდრი მყარ პიკებამდე, გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილში ჩავასხათ 80გრ ანანასის წვენი, და ისევ ავთქვიფოთ. მიღებული კრემით ვფარავთ პირველ ბისკვიტს, ზედ ვალაგებთ დაჭრილ ანანასს.

დავადოთ ზედ მეორე ბისკვიტი, ბლენდერით ჩვენი ხილი და შაქარი მივიყვანოთ პიურეს კონსისტენციამდე, ნაღების კრემის მეორე ნაწილს შევურიოთ ეს პიურე და წავუსვათ მეორე ბისკვიტს ეს კრემი. და ზედ დავადოთ მესამე ბისკვიტი.


მოხარშულ ზგუშონს ვთქვიფავთ ნაღების კარაქთან ერთად, მრგვალი ბისკვიტი დავჭრათ კუბიკებად და შევურიოთ სგუშონიანი კრემის 1/3 ნაწილი..

ამ კუბიკებად დაჭრილი ბისკვიტისგან გავაკეთოთ მთის ფორმა და დავადოთ იგი ზედა ბისკვიტს, წავუსვათ კარაქიანი კრემი მთელს ტორტს.

თეთრი მასტიკა გავაბრტყელოთ და გადავაფაროთ მთელს ტორტს.

გავაკეთოთ აისინგი, ცილა ავთქვიფოთ ღრუბლის კონსისტენციამდე, ჩავყაროთ შაქრის პუდრი და გავაგრძელოთ თქვეფა, ჩავასხათ ცოტა ლიმნის წვენი, უნდა მივიღოთ მყარი თეთრი მასა.

წავუსვათ აისინგი ტორტს ფუნჯით, გავაკეთოთ თოვლის იმიტაცია.

ფიგურები გავაკეთოთ ან ვიყიდოთ და მოვრთოთ ტორტი.

სწრაფი “ჩიტის რძე”

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი 3ც
ფქვილი 125გრ
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
შაქარი 125გრ
კაკაო 8 ს/კ
გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გამოვაცხოთ 180-200გრადუსზე. გავაციოთ.

სუფლე:
ცილა 5ც
შაქრის პუდრი 300გრ
ჟელატინი dr Oetker 10გრ
წყალი 100მლ
ჟელატინს დავასხათ წყალი და დავტოვოთ 10წუთით. შემდეგ გავათბოთ სანამ ჟელატინი არ გალღვება და დავდგათ გასაგრილებლად.
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მყარ ღრუბლის მასამდე, თქვეფისას ჩავაყაროთ თანდათანობით შაქრის პუდრი.  ვთქვიფოთ სანამ კრემი არ გასქელდება. არ შევწყვითოთ თქვეფა და ჩავამატოთ ჟელატინი.

ბისკვიტი გავჭრათ ან ორ ნაწილად, ან მოვაჭრათ ზედა ნაწილი. ფორმაში რომელიც იხსნება ჩავდოთ ბისკვიტი, დავნამოთ ნაღების ლიქიორით ან სასურველი სითხით და დავასხათ სუფლე. თუ ბისკვიტი ორია, მაშინ სუფლეს ზევიდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, შევდგათ მაცივარში გამაგრებამდე.

გლაზური:
შავი შოკოლადი 150გრ
ნაღების კარაქი 100გრ
ქვაბში ჩავყაროთ კუბიკებად დატეხილი შოკოლადი და კარაქი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, მივიყვანოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე და გავაგრილოთ.

ტორტი როცა გაცივდება  მოვაშოროთ ფორმა და მოვასხათ გლაზური, და დაველოდოთ გლაზურის გამგრებას.

ტორტი “სამი შოკოლადი”

ჰაეროვანი ტორტი ნამდვილი შოკოლადოგოლიკებისთვის.
ინგრედიენტები:

შოკოლადის ბისკვიტისთვის:
ფქვილი 100გრ
ნაღების კარაქი 100გრ
შაქარი 30გრ
შავი შოკოლადი 100გრ
ვანილი
გამაფხვიერებელი 11გრ
კვერცხი 4ც(გავყოთ გულებად და ცილებად)
შაქარი ცილებისთვის 130გრ
ტორტის ფორმა რომელიც იხსნება 24სმ- დიამეტრიანი.

კვერცხები დავყოთ ცილებად და გულებად.

ოთახის ტემპეტარურის კარაქი ავთქვიფოთ 30გრ შაქართან ერთად.

დავამატოთ მწიკვი მარილი და გამდნარი შავი შოკოლადი, ვთქვიფოთ.

შემდეგ დავამატოთ კვერცხის გულები, ისევ ვთქვიფოთ.


ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა 130გრ შაქართან ერთად მყარ პიკებამდე.

ფქვილი გავცრათ, შევურიოთ გამაფხვიერებელი და ვანილი.

შევურიოთ შოკოლადიანი მასა, ათქვეფილი ცილები და ფქვილი, ამოვურიოთ კოვზით.

ფორმას წავუსვათ კარაქი

ჩავასხათ ფორმაში ცომი

და გამოვაცხოთ 160გრადუსზე 25-30წუთის განმავლობაში. მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით, თუ ჩხირი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

შენიშვნა: მას შემდეგ, რაც შედგავთ ბისკვიტს დუხოვკაში, 5 წუთში სახლში დადგება საოცარი შოკოლადის სუნი, გამაგრდით, ბისკვიტი ჯერ ისევ უმია მიუხედავად მაცდური სუნისა, არამც და არამც კარი არ შეუღოთ.

მზა ბისკვიტი გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ უნდა ამოიღოთ ფორმიდან და შემოაჭრათ გარშემო , ისე რომ როცა ისევ ჩააბრუნებთ ფორმაში იყოს ადგილი ბისკვიტსა და ფორმის კედლებს შორის.

ბისკვიტი დანამეთ ნაღების ლიქიორით.

და შედგით საყინულეში მანამ სანამ მოამზადებთ შოკოლადის მუსს.

სანამ ბისკვიტი გაიყინება ამზადებთ სამი სახის მუსს:

ინგრედიენტები შავი შოკოლადის მუსისთვის:
შავი შოკოლადი 200გრ (რაც მაღალი პროცენტით შეიცავს კაკაოს მით უკეთესია)
ნაღების კარაქი 30გრ
ნაღები ასათქვეფი(ცხიმიანი) 200გრ
ნაღების ლიქიორი 50გრ
კრისტალური ჟელატინი 8გრ

ინგრედიენტები რძიანი შოკოლადის მუსისთვის
რძიანი შოკოლადი 200გრ
ნაღების კარაქი 30გრ
ნაღები ცხიმიანი 200გრ
ნაღების ლიქიორი 50გრ
კრისტალური ჟელატინი 8გრ

ინგრედიენტები თეთრი შოკოლადის მუსისთვის
თეთრი შოკოლადი 200გრ
ნაღების კარაქი 30გრ
ნაღები 200გრ
ნაღების ლიქიორი 50გრ
კრისტალური ჟელატინი 8გრ

შავი შოკოლადის მუსის მომზადების წესი:
ჟელატინს დავასხათ ცივი ნაღები(24გრ ჭელატინზე 50გრ ნაღები) ეს არის სამი მუსის რაოდენობის.

ცივი ნაღები 600გრ ავთქვიფოთ მყარ პიკებამდე, გავყოთ ათქვეფილი მასა სამ ნაწილად(200გრ თითო მუსისთვის) და შედგით მაცივარში.

შავი შოკოლადი დატეხეთ და გაათბეთ დაბალ ცეცხლზე კარაქთან ერთად, თან სულ ურიეთ, სანამ სულ არ გაისხნება.

შემდეგ დაამატეთ გაფუებული ჟელატინის 1/3 და ისევ გაათბეთ, ოღონდ არ მიიყვანოთ ადუღებამდე,ურიეთ  ჟელატინის სრულ გახსნამდე.

ჩაასხით ლიქიორი და მოურიეთ.

ცოტა ხანი დატოვეთ გასაციებლად.

შემდეგ შეურიეთ ათქვეფილი ნაღების 1/3 შოკოლადის მასას და ნაზად აურიეთ ერთმანეთში.

(რადგანაც შოკოლადის მასა ჯერ კიდევ თბილი იქნება მთელი მუსი გახდება ოდნავ თხელი, მაგრამ არ შეშინდეთ, მაცივარში გამაგრდება)

გამოიღეთ ბისკვიტი საყინულიდან. ფორმაში ჩადეთ გამჭვირვალე სქელი კლიონკა ფორმის კედლებზე 5-7სმ-ით მაღალი.

ბისკვიტს დაასხით შოკოლადიანი მასა, ასევე ამ მასით ამოავსეთ ადგილი ბისკვიტსა და ფორმის კედლებს შორის, თავი გაუსწორეთ შოკოლადის მასა და შედგით ისევ საყინულეში.

ზუსტად ასევე მოამზადეთ რძიანი შოკოლადის მუსი და დაასხით შავი შოკოლადის მასა.

ბოლოს მოამზადეთ თეთრი შოკოლადის მუსი და დაასხით რძიანი შოკოლადის მუსს. თავი გაუსწორეთ.

ტორტი თითქმის მზად არის, შედგით ტორტი მაცივარში მთელი ღამით, რომ ჟელატინი კარგად გამაგრდეს(ან თუ დრო არ გაქვთ შედგით საყინულეში ნახევარი საათით)

თეთრი შოკოლადის გლაზური:
ინგრედიენტები
თეთრი შოკოლადი 100გრ
ნაღები 50გრ
კარაქი 50გრ
მომზადების წესი
ნაღები და კარაქი მიიყვანეთ ადუღებამდე.

დაამატეთ თეთრი შოკოლადი და ურიეთ შოკოლადის სრულ გადნობამდე.

მოასხით გლაზური უკვე მზა გამყარებულ ტორტს. ტორტის რაშიც არის ის ფორმა აიღეთ ხელში და გადახარეთ სახვადასხვა მხარეს რომ ყველგან და თანაბრად გადანაწილდეს გლაზური.

ისევ შედგით ტორტი საყინულეში 30წუთით ან მაცივარში 1საათით, რომ გლაზური გამაგრდეს.

შენიშვნა: გლაზური გამოდის ძალიან ნაზი, გაციების შემდეგაც კი რაც მნიშვნელოვანია ტორტის დაჭრის დროს.

გლაზური თუ გამაგრდა – ტორტი მზადაა! მოვხსნათ ფორმა, მოვაშოროთ პლიონკა, რადგანაც ტორტი ძალიან ნაზია ჯობია ფორმის ძირი არ გამოაცალოთ.

მორთეთ სურვილისამებრ.

თეთრ-იისფერი ხაჭოს ტორტი

მარტივი ხაჭოს ტორტი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
ბისკვიტი
პეჩენია(საიუბილეოს მსგავსი) 200გრ
კარაქი ან ზეთი 100გრ

გულსართი
ხაჭო 400გრ
არაჟანი 400გრ
შაქარი 150გრ
ჟელატინი 2შეკვრა(10გრამიანები)
კენკროვნები: შავი სმაროძინა 200გრ

უნაზესი ხაჭოს ტორტი მკვეთრი კენკრის არომატით, ასეთი ტორტი ვერავის დატოვებს გულგრილს.  რეცეპტში გამოყენებულია შავი სმაროძინა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მალინა ან მაყვალი თქვენი გემოვნებისამებრ. სასურველია კენკრა არ იყოს მჟავე და ძალიან წყლიანი. რეცეპტში გამოყენებულია კრემისებური(ათქვეფილი) ხაჭო, თუ თქვენ აპირებთ ჩვეულებრივი ხაჭოს გამოყენებას შეგიძლიათ გაახეხოთ საცერზე ან წვრილ დურშლაგზე.

მომზადების წესი:
პეჩენია გადავაქციოთ ნამცეცებათ ბლენდერით ან კომბაინით.

ჩავასხათ გამდნარი კარაქი ან მცენარეული ზეთი და ამოვურიოთ კარგად.

მოვამზადოთ 22სმ-იანი დიამეტრის ტორტის ფორმა, რომელიც იხსნება. დავაფინოთ ძირზე პერგამენტის ქაღალდი და შევკრათ ფორმა, ისე რომ დაფიქსირდეს ქაღალდი, ეს მნიშვნელოვანია ტორტის ადვილად ამოსაღებად.

ჩავყაროთ დაფხვნილი პეჩენია ფორმაში, და კარგად დავტკეპნოთ ხელებით. შევდოთ ფორმა მაცივარში, ნაჩინკის მომზადებამდე.

ჟელატინს დავასხათ 150მლ წყალი და დავდგათ გასაფუებლად 10წუთით(ან შეფუთვაზე მითითებული დროით). შემდეგ დავდგათ ჟელატინიანი ქვაბი დაბალ ცეცხლზე, გავათბოთ დაახლოებით 40-50გრადუსამდე.  თან სულ ვურიოთ, ჟელატინი ბოლომდე უნდა გაიხსნას. გავაციოთ.

კენკრა გავალღოთ(თუ გაყინულია) და დავაბლენდეროთ.

მიღებული მასა გავხეხოთ წვრილ დურშლაგზე. სითხეს დაამატეთ რამდენიმე კოვზი წყალი რომ ადვილად გაიხეხოს.

ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გემოთი უნდა იყოს ერთგვაროვანი კრემივით, არ უნდა ქონდეს ხაჭოს და გაუმდნარი შაქრის ნაწილები. ეს მასა გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.


ერთ ნაწილს დაამატეთ ხილის მასა, გასინჯეთ, თუ საკმარისად ტკბილი არ მოგეჩვენათ დაამატეთ შაქარი გემოვნებით. ათქვიფეთ.


ჟელატინი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
ხილიან ხაჭოს მასას თქვეფის დროს დაამატეთ ნახევარი ჟელატინის მასა ქთვიფეთ კიდევ 1წუთის მანძილზე.

ასევე დაამატეთ ჟელატინის მეორე ნახევარი თეთრ ხაჭოს მასაში.

გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან.
ფორმის ცენტრში დაასხით 5ს/კ თეთრი მასა.

თეთრზე დაასხით კიდევ 5ს/კ იისფერი მასა. ასე გააგრძელეთ ფერების მონაცვლეობა.

ფერები  თავად გაიშლებიან და შეავსებენ ფორმას.

სილამაზისთვის ზევიდან გადაატარეთ კბილის საწმენდი ჩხირი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

შედგით ტორტი მაცივარში 4-5საათით(სასურველია მთელი ღამით) სრულ გაშრობამდე.

ტორტი რომ ამოიღოთ ფორმიდან დაზიანების გარეშე გირჩევთ ფენის გამოყენებას. ერთ დონეზე გაათბეთ გარედან ფორმის კედლები, მერე შემოატარეთ დანა და ნელა გახსენით ფორმა. ტორტი გადაიტანეთ თავისივე ქაღალდით ტორტის დასადებზე და ნელი მოძრაობით გამოაცალეთ ქაღალდი.

ხაჭოს ტორტი არის სასიამოვნო თეთრ-იისფერი შეფერილობის, ნაზი კენკრის არომატით.

ტორტი “ჩიტის რძე”


ინგრედიენტები

ბისკვიტი
შაქარი 150გრ
ფქვილი 150გრ
კვერცხი 4ც

სუფლე
კვერცხი 10ც
შაქარი 300გრ
კარაქი 200გრ
ჟელატინი 30გრ
ფქვილი 1ს/კ

გლაზური
შოკოლადი 250გრ

მომზადების წესი:
ჟელატინს დავასხათ 15მლ ანადუღარი ცივი წყალი და დავტოვოთ 1საათით.

ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ. ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და წავუსვათ კარაქი.(დაგვჭირდება 21-დან 26სმ-მდე დიამეტრიანი ფორმა) ჩავასხათ ცომი და შევდგათ 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ვაცხოთ 25-30 წუთის მანძილზე. ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ ასანთის ღერით ან ხის ჩხირით.
Read More